საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინაში პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის" დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 აპრილს კიევში ჩასვლას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილი დმიტრი გორდონის გადაცემაში აშშ-დან ჩაერთო და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. სააკაშვილის პროგნოზით, მისი ყოფილი მოკავშირე მეორე ტურშიც კი ვერ გავა.
სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინელი მესაზღვრეები უკანონო ბრძანებას არ შეასრულებენ და მას ქვეყანაში შეუშვებენ.
2017 წელს პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა, შემდეგ კი გაიტაცეს და იძულებით დაატოვებინეს უკრაინა.