საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალის იზოლატორში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„12 მარტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი ს მეშვეობით შეიტყო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.
მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვაშესაბამისი მექანიზმის საშუალებით", - ნათქვამია განცხადებაში.