Facebook გუშინ მთელ მსოფლიოში შეფერხებით მუშაობდა. BBC-ის ცნობით, ეს ერთ-ერთი მასშტაბური შეფერხება იყო.
ოთხშაბათს ხარვეზი შეექმნა როგორც Facebook-ს, ასევე მის სხვა აპლიკაციებსაც, Messanger, Instagram, whatsapp. შეფერხებების გამო, მომხმარებელს არ შეეძლო Facebook-ზე სტატუსის გამოქვეყნება, კომენტარის დაწერა, Messanger-ით შეტყობინებები არ იგზავნებოდა სრულყოფილად. შეფერხება იყო Instagram-სა და Whatsapp-ზეც.
ასეთი მასშტაბის ხარვეზი Facebook-ს ბოლოს 2008 წელს ჰქონდა, როცა მისი მომხმარებელი 150 მილიონს აღწევდა. დღეს კი ყოველთვიურად ამ აპლიკაციას 2.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.
ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ მომხმარებლის ნაწილი Facebook-ის აპლიკაციას სრულყოფილად ვერ იყენებს. ვმუშაობთ, რომ ხარვეზი აღმოფხვრათ“ - განაცხადეს გუშინ კომპანიის წარმომადგენლებმა.
მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ მასშტაბური ტექნიკური ხარვეზი კიბერშეტევას არ გამოუწვევია.
BBC-ის ცნობით, აპლიკაციების შეფერხების შემდეგ twitter-ზე ჰეშთეგი #FacebookDown და #InstagramDown მომხმარებლებმა 150 000-ჯერ გამოიყენეს.