Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის სახ.დეპარტამენტის ანგარიში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის შესახებ წერს

14 მარტი, 2019 15:49

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასაც მოიცავს, ერთ-ერთი თავი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თავისუფლებას ეხება და კრიტიკულად აფასებს ანგარიშვალდებულებას პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობაზე.

მათ შორის, კრიტიკულად არის შეფასებული მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მიერ მოქალაქისთვის ბოდიშის შესაძლო იძულება, რომლის ამსახველი ვიდეოც Facebook-ზე გავრცელდა.

„ივნისში მარნეულის მაშინდელი მერის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მერს ბრალდებოდა, რომ მან აიძულა მოქალაქეს, მოეხადა ბოდიში „41“-ის წინააღმდეგ, თან სახეში შარდიც შეესხა.

გამოძიება მარნეულის მერთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის აზერ სულეიმანოვის, „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის საკრებულოს წევრის რამინ ალაჰვერდიევისა და მარნეულის მერის ერთ-ერთი ნათესავის მიმართ დაიწყო“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

თემურ აბაზოვს პროკურატურა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას უყენებს ბრალად. სახელმწიფო დეპარტამენტი ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ 4 აქტივისტის ცემასაც ეხება. ანგარიშის მიხედვით, შსს-მ ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის 4 აქტივისტი დააკვა, თუმცა სხვა შემთხვევების არჩევნებთან კავშირი უარყო.

„ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბება პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ პრობლემად რჩება. მათ შორის იყო ოპოზიციონერების მიმართ არაერთი თავდასხმის ფაქტი“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^