დღეს, 16 მარტს, თბილისში, ორთაჭალაში მდებარე მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი გარდაიცვალა - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.