ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა დაიღუპა - ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ამტელ ჰოსპიტალში“ დაუდასტურეს.
კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვამიდან 2 საათში გარდაიცვალა.
მესამე დაშავებული ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დღეს ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან 3 მუშა გადმოვარდა, მათგანი ერთი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.