17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი. ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია იყოს 3-4-ბალიანი ღელვა, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა კი დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
დღეს თბილისში დღის განმავლობაში იწვიმებს. ტემპერატურა +5°იქნება. სამშაბათს, 19 მარტს ჰაერის ტემპერატურა +13°-მდე გაიზრდება.