დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 18 მარტს „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პირველი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაციით იხსნება.
„მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“ იქნება პირველი საინფორმაციო და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერისა ცენტრი, რომელიც შშმ პირთა მშობლებს მოემსახურება. იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ამომწურავი და კომპეტენტური ინფორმაციის მირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი მომსახურების შესახებ.
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წამოწყებაა, რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდი“ აფინანსებს.
5 ფაქტი დაუნის სინდრომის შესახებ:
• დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
• დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
• დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
• დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
• დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად - დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
4 რჩევა საზოგადოებას
• როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე
• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი
• ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: სახლში, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სეირნობისას, კაფეში თუ ბარში.