იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და შეკითხვებთან დაკავშირებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.