„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მასსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას შორის მომხდარი ინციდენტი მას არ დაუწყია. მისი თქმით, მან შენიშვნა გამოთქვა რეგლამენტის დარღვევით წარმოებულ პროცედურაზე, რაზეც ბერაიამ არაკორექტულად უპასუხა კახიძეს.
ოთარ კახიძე საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშს უხდის.
„მე შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის დარღვევით წარმოებულ პროცედურაზე, მივმართე კომიტეტის თავმჯდომარეს. რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც მე გავეცი პასუხი. ჩემი აზრით, ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მაყურებელს, ვინც ამას თვალ-ყური ადევნა. უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს მაინც არ ამართლებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად ">დაუპირისპირდნენ.