Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გურჯაანის საავადმყოფოში ექიმი და პაციენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

18 მარტი, 2019 16:51

გურჯაანში, „ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის დაპირისპირება მოხდა. „რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექიმი პაციენტისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობს და ეუბნება, რომ მისი საქციელი „არაკაცურია".

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გადახვევის გამოსაცვლელად მისულმა პაციენტმა ხვიჩა სამადაშვილმა სახვევის დაუსველებლად აძრობის მცდელობა გააპროტესტა. მისი თქმით, ექთანს სთხოვა, ჭრილობა ჯერ დაესველებინა და ბინტი შემდეგ აეძრო, რადგან მშრალად მისი მოხსნა მტკივნეული იქნებოდა. 

პაციენტის თქმით, სამედიცინო პერსონალი უხეშად ექცეოდა, რის გამოც ვიდეოს გადაღება დაიწყო, რამაც ექიმი გააღიზიანა. ექიმის თქმით, ჭრილობაზე ხსნარს ვერ დაასხამდა, რადგან ის ჭუჭყიანი იყო.

„არაკაცურად იქცევა, იმიტომ, რომ ჭუჭყიანზე მთხოვს დასხმას, მე კიდევ არ გავაკეთებ. არასწორად იქცევა, ინტრიგანია,“ - ამბობს ექიმი.

საავადმყოფოს მენეჯერი „რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ პაციენტმა არაერთხელ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია. მისი თქმით, იგი მითითებებს აძლევდა ექიმს და ემუქრებოდა, რომ თუ მისი მითითებით არ შეასრულებდა ყველაფერს, უჩივლებდა.

„საბოლოოდ, ექიმს არა მარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შეეხო კიდეც" - ამბობს მენეჯერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^