ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავდამსხმელმა მასწავლებელსა და სკოლის სამ სხვა თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენა.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
პოლიციამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ სკოლის ოთხივე თანამშრომელი ჰოსპიტალიზებულია.