„ქართული ოცნების" დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან იმიტომ ვერ გადააყენეს, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა (67 მომხრე, 8 წინააღმდეგი). მისი გადაყენებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
კვაჭანტირაძის გადაყენება „ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ დაგეგმა, რაც მან 27 თებერვალს „ქართული ოცნებისსა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიასპორის კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო პარლამენტში.