Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვაჭანტირაძე: ყოველთვის მჯეროდა, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია

19 მარტი, 2019 15:55

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ - ასე გამოეხმაურა ზვიად კვაჭანტირაძე იმ ფაქტს, რომ იგი პარლამენტმა დღეს დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან ვერ გადააყენა. 

მისი თქმით, „დადასტურდა, რომ პარლამენტის დღევანდელი მმართველო გუნდი ეწევა ვოლუნტარისტულ პოლიტიკას". მან ასევე თქვა, რომ პარლამენტს თავაშვებულად და თვითნებურად მართავენ. 

მისივე თქმით, „პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ" მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო.

„ქართული ოცნების" დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან იმიტომ ვერ გადააყენეს, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა (67 მომხრე, 8 წინააღმდეგი). მისი გადაყენებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კვაჭანტირაძის გადაყენება „ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ დაგეგმა, რაც მან 27 თებერვალს „ქართული ოცნებისსა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება მიიღო. 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიასპორის კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო პარლამენტში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^