Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩი": საპატრიარქომ დაადასტურა, რომ სესიაშვილის კანონპროექტის უკან ის დგას

19 მარტი, 2019 21:15

„გირჩი" სავალდებულო სახმედრო სამსახურის შესახებ სესიაშვილის კანონპროექტზე საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ განცხადებით, საპატრიარქომ დაადასტურა, რომ  სინამდვილეში სესიაშვილის კანონპროექტის უკან ის დგას.

საქართველოს საპატრიარქოში ამბობენ, რომ სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ისინი ამას მხარს უჭერენ.

საპატრიარქო სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

„ჩვენ გვსურს განვმარტოთ, რა წერია ამ ინსტიტუტის გავრცელებულ განცხადებაში.

1. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა არსებობდეს. ანუ ფიქრობს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება ადამიანი პოლიციის ძალით წაიყვანოს სადმე 1 წლით და აკეთებინოს ისეთი საქმე, რისი კეთებაც მას არ უნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მონობა მოსულა. ასე ესმით ქრისტიანობა.

2. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მონობა არ მოსულა მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის, რადგან „ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა“. მოკლედ, ჩვენი დამონება არ მოსულაო. ჩვენც ბატონები ვართო.

3. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული „შრომითი სამსახური“ (არაშრომითი სამსახურებიც არსებობს სადღაც). ანუ, თუ არ მოგწონს ავტომატით ხელში მონობა, ნიჩბიანი მონა იყავიო, ან რამე სხვა საქმე მოვძებნოთო. მაგრამ 1 წელი მონა აუცილებლად უნდა იყოო. სახარების თავის მითითება დაავიწყდათ, სადაც ეს წერია.

4. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიური თავისუფლება არის „ფსევდორელიგიური იურიდიული პირი“. ანუ, ზუსტად იციან რომელი რელიგიაა ნამდვილი და რომელი ცრუ. ტესტი ალბათ იმაზე გადის, რამდენი ჯიპი ჰყავს რელიგიაზე პრეტენზიის მქონე ორგანიზაციას და რამდენი მღვდელმთავარი დასდევს ზემდგომს ციანიდიანი სასმისით.

5. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიურ თავისუფლებას მერკანტილური ინტერესები აქვს. ამას მიიჩნევს ინსტიტუტი, რომელიც ყოველ წელს იღებს და ირგებს ღატაკი მოსახლეობისთვის გადასახადების სახით წართმეულ 25 მილიონს, ბოლშევიკების მიერ ამ ქვეყნის მოქალქეებისთვის წართმეულ მიწებსა და უძრავ ქონებას, ვაჭრობს ჯვრებით, სანთლებით, ყველით, თაფლით, არყით და პრინციპში, ყველაფრით, რისი გაყიდვაც შეიძლება, რომლის წარმომადგენლებიც მოძრაობენ ათობით ათასი დოლარის ღირებულების მანქანებით და ათასობით ლარის ღირებულების მობილურებით, რომლებიც ყველაფერში ფულს იღებენ ბავშვის ნათლობიდან დაწყებული, მიცვალებულის წესის აგებით დამთავრებული. მერკანტილიზმის მამები ამბობენ ამას ჩვენზე.

6. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიური თავისუფლება დაკავებულია „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით“. ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებულია საბჭოთა სუკის მიერ შერჩეული, და შემდეგ მათ მიერ შერჩეული კადრებით; რომელიც გამოირჩევა დეკლარირებულად პრორუსული ხედვებით; რომლის წარმოამდგენლებიც რეგულარულად დადიან რუსეთში და ღიად ხვდებიან კრემლის ერთერთი დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც თავის თავს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებენ; რომელიც ამ დეპარტამენტის წარმოამდგენლებს სინოდის თითქმის სრული შემადგენლობით ხვდება საპატრიარქოში, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმოამდგენლებს რესტორანში პატიჟებს ყავაზე და ეუბნება, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხოს; რომლის წარმომადგენლებიც ღიად, დღისით-მზისით ქადაგებენ იმის თაობაზე, რომ დასავლეთი რყვნის, ხოლო რუსეთი, როგორც მესამე რომი, ხსნაა საქართველოსთვის - აი, ეს ინსტიტუტი ამბობს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი.

„და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“.

მათეს სახარება, თავი XVI.

კლდე არ არის. არ ჩამოიტანეს" - ნათქვამია „გირჩის" განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^