პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს განიხილავდნენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის შეესახებ, „ქართული ოცნების" წარმოადგენელმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა დეპუტატ ანრი ოხანაშვილს რიტორიკული შეკითხვებით მიმართა.
- „რატომ ქმნით უპრეცედენტო საჯაროობას და გამჭვირვალობას ამ პროცესის, ბატონო ანრი, ამ პროექტით, მაშინ, როცა დაწყებული შევარდნაძს პერიოდიდან, ვიდრე მარგველაშვილის დრომდე, ეს პროცესი მიმდინარეობდა ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე, ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით და საზოგადოებას არ ჰქონია ამ თემასთან მიმართებით არავითარი პროტესტის გრძნობა?
- რატომ გსურთ, ბატონო ანრი, წარმოდგენილი კანონპროექტით, რომ უზენაეს სასამართლოში წარმოდგნილი იქნენ და გამწესებული იქნენ მაღალი დონის პროფესიონალები? რატომ? და მათ შორის ათასგვარ ბარიერს აწესებთ ამ საკითხზე გამოცდის ჩათვლით.
- რატომ ადგენთ ისეთ წესს, რომ იუსტციის საბჭოს გარედანაც და სასამართლო სისტემის გარედანაც მოხდეს განაცხადების შეტანა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად განსამწესებლად დარატომ არ კეტავთ ამ წრეს თვითნ იუსტიციის საბჭოში?
- რატომ არ ანგრევთ საკონსტიტუციო დანაწერსებს, ძირს არ უთხრით საკონსტიტუციო დანაწესს და რატომ არ ანიჭებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანცელარიის ფუნქციას?
- რატომ ადგენთ, ბატონო ანრი ამ კანონპროექტით, რატომ ანიჭებთა პარლამენტს იმის უფლებამოსილებას, რომ თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად ჩაატაროს პროცესი, დასვას კითხვები, იყოს პროცესი საჯარო, საზოგადოებამ დაინახოს, თუ ვისთან გვაქვს საქმე და რასთან გვაქვს საქმე. რატომ შვრებით ამას?
- და ბოლო კითხვა, ბატონო ანრი, რატომ გინდათ, რომ სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი, წარმატებული და იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს. რა მიზეზია ეს? თუ შეიძლება, გაგვეცით პასუხი" - თქვა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის შეკითხვებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ თეა წულუკიანისთვის დასმული შეკითხვები გაახსენდა.
„ის ურჩევნია მამულსა.. ზარდიაშვილს აჯობე. „ქალბატონო თეა, როგორ შეგიძლიათ?!" - აჯობა ზარდიაშვილს, რა" - თქვა გოგორიშვილმა.
პლენარული სხდომა პარლამენტში ხვალ განახლდება.
საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს.