„მე არ ვიცოდი, რომ გავხდით უცებ ასეთი ცხოველების დამცველები" - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკას, რომელიც ლიეტუვაში ვიზიტის დროს მისი ქურქის გამო გაჩნდა.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა „რეაქციაში" ისაუბრა და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ეს კრიტიკის მიზეზი გახდა.
„ვერ გავიგე, არანაირი პრობლემა არ არის. ცივ ქვეყანაში მივდიოდი, სადაც მითხრეს, რომ შეიძლებოდა, თოვლი ყოფილიყო. რატომ არა? მართლა გაკვირვებული ვარ, შეიძლება მე მეშლება ან არ მესმის, მაგრამ რა იყო?" - თქვა ზურაბიშვილმა.