Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: მასწავლებლის ხელფასი იქნება 1500-დან 1800 ლარამდე

20 მარტი, 2019 9:47

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების რეფორმის შედეგად, რომელიც მთავრობამ დააანონსა, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება. 

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მან საქსტატის მონაცემები მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ განათლების სექტორში ხელფასი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი.

„გეგმის მიხედვით, ჩვენი დიაპაზონი ხელფასისა, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს, იქნება 1500-დან 1800 ლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად 3-ჯერ ვზრდით ანაზღაურებას" - თქვა პრემიერმა.

12 მარტს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მომავალ წელს განათლების ბიუჯეტი 2 მლრდ ლარი იქნება, 2022 წლისთვის კი 3,4 მლრდ-მდე გაიზრდება. 

პრემიერის თქმით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც განათლების ბიუჯეტისთვის მშპ-ს 6%-ის გამოყოფას მომავალ მთავრობებსაც დაავალდებულებს. 

„მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ და გავზრდით ბიუჯეტს განათლების სექტორისთვის. მიმდინარე წელს ის შეადგენს 1,600 მლრდ ლარს. მომავალ წელს ის გახდება 2 მლრდ ლარი. შემდეგ გაიზრდება ნახევარი მილიარდი ლარით და უკვე 2022 წელს მიაღწევს 3,4 მლრდ ლარს. ეს ვალდებულება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში გადაეცემა ყველა ხელისუფლებას" - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^