
„ეს რა ზე-თვისებების მატარებელი აღმოჩნდა ეს ბატონი - ვინმე ჩინჩალაძე, თუ ძალიან მძიმედ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს ჩვენ საქმე?!“ - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცესს პარლამენტში.
მარშანიას თქმით, მიხეილ ჩინჩალაძის კლანის მობილიზების უნარითა და ცუდი ხელისუფლების წყალობით მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტმა „წინააღმდეგობის ბასტიონი“ მიიღო.
„ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე, ეს რა ზე-თვისებების მატარებელი აღმოჩნდა ეს ბატონი - ვინმე ჩინჩალაძე, თუ ძალიან მძიმედ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს ჩვენ საქმე?!
თურმე რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის, კლანი ჰქვია ამას, ბანდა, თუ კამორა, თუ მაფია რა მნიშვნელობა აქვს ამას. ამას დამატებული უვარგისი ხელისუფლება და მივიღეთ ბასტიონი წინააღმდეგობისა, გააფრთრებულად რომ ეწინააღმდეგება პარლამენტს და ჩვენი საზოგადოების მკვეთრად გამოხატულ უარყოფით პოზიციას ამ კანონპროეტის მიმართ.
ხომ არ შევთავაზოთ ამ ადამიანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა?! ეს რა ზე-უნარჩვევებით არის ეს ადამიანი დაჯილდოებული. რა ხდება ჩვენს თავს, არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე პარლამენტის წევრებო“, - განაცხადა ადა მარშანიამ.