პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარ. კანონპროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, უმრავლესობის შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება.
ოხანაშვილის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების ძირითადი არსი ის, რომ პროცესი იყოს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების მონიტორინგი.
„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაწყებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადების შეტანიდან, გაგრძელებული იუსტიციის უმაღლოს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით და პარლამენტისთვის წარდგენით, დასრულებული საქართველოს პარლამენტში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენით, წარმოდგენილია მთლიანობაში ხუთ ეტაპიანი პროცესი.
ჩვენ აქამდე გვქონდა მოდელი, როდესაც ერთი პირი, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს კანდიდატებს ყოველგვარი პროცედურის გარეშე, არ არსებობდა არანაირი პროცედურა. დღეის მდგომარეობით, კონსტიტუციით შეცვლილია მდგომარეობა - კანდიდატებს წარადგენს არა ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ჩვენ არ გვქონდა აქამდე არც ერთი პროცედურა დეტალურად გაწერილი, თუ როგორ წარიმართებოდა ეს პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ ამ პროცედურების დეტალურად გაწერას.
მეორე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომ რომელიმე კვალიფიციურ იურისტს შეეზღუდოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ ვაკანტურ თანამდებობზე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 18 ვაკანტური პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატის, ორ-ნახევარჯერ მეტი კანდიდატის მოხვედრა არის გათვალისწინებული ე.წ. გრძელ სიაში.
მეოთხე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას არ ექნება საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება. ეს გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს.
მეხუთე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატებს გაესაუბრება ინდივიდუალურად, რაც იქნება საჯარო.მეექვსე ძირითადი პრინციპით - საბჭოს წევრების მხრიდან მოხდება კანდიდატების შესაბამისი ქულებით შეფასება.
მეშვიდე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.
მერვე ძირითადი პრინციპი გახლავთ, ის რომ საბჭოში პროცესი წარიმართება ორი თვის განმავლობაშიასევე, გასათვალისწინებელია მეცხრე ძირითადი პრინციპი, რომ თუკი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებზე საბჭოს რომელიმე წევრს ექნება განსხვავებული პოზიცია, არ დაეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭო თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და დაასაბუთოს თავის პოზიცია, თუ რატომ არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას.მეათე ძირითადი პრინციპი უკვე უკავშირდება საქართველოს პარლამენტს, თუ როგორ წარიმართება პროცესი საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქმნება სამუშაო ჯგუფი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი ფორმირებას და სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ტარდება ე.წ. ამერიკული მოდელით ინდივიდუალური გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან.
ჩვენ ამ საკითხს დავუთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება ამისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისა ღირსეული გადაწყვეტილება. პროცესი საქართველოს პარლამენტში იქნება საჯარო, რაც ნიშნავს იმას, რომ სხდომის დახურვა იქნება დაუშვებელი“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
უმრავლესობის კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი და სამოქალაქო სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რომელიც კობახიძის კანონპროექტს აქვს: