„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი „მეტრონომთან" ინტერვიუში საბჭოთა ბელადის, სტალინის შესახებ ისაუბრა.
„სტალინი ჩემთვის კი არ იყო, არის კიდევაც, გენიოსი, სარდალი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში აღიარებულია პირველად. ის არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ისევე, როგორც ეწირებოდნენ სტალინისა და სამშობლოს გულისთვის, ტანკებს უვარდებოდნენ, შემიძლია, ისე შევუვარდე ტანკს, იმიტომ, რომ მსოფლიოს გენერალსიმუსებს შორის ის არის ერთადერთი ქართველი და შეიძლება ითქვას, ყველაზე ძლიერი. ის მართავდა ყველაზე მეტ ადამიანს და ყველაზე სწორად. ის არის ავტოკეფალიის აღმდგენი, ჩვენთან და რუსეთში. დაბოლოს, ის არის ფაშიზმის დამმარცხებელი", - თქვა ემზარ კვიციანმა.