ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 52 წლის შემდეგ დრო მოვიდა, რომ აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი სრულად აღიაროს.
„52 წლის შემდეგ აშშ-თვის მოვიდა დრო, რომ ისრაელის სუვერენიტეტი სრულად აღიაროს გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე.
გოლანის მაღლობები ისრაელისა და სირიის სადავო ტერიტორიაა. ის 1967 წლამდე სირიის ნაწილი იყო, ე.წ. „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ კი ისრაელის იურისდიქციაში მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა გოლანის მაღლობებზე მათი სუვერენიტეტი გამოაცხადა.