ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.
2015 წლიდან ვარკის ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, კონკურსის ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
ლადო აფხაზავა ამჟამად დუბაიში იმყოფება, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
ლადო აფხაზავა გლობალური ჯილდოს ფინალშია - ის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ვიდეო ►„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მიერ მომზადებული ვიდეო ლადო აფხაზავას შესახებ
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადოს მიზანია, მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. ლადო აფხაზავა აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არა მხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც.