თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს.
როგორც მერია წერს, აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან. მანამდე კი, აღმოჩენის ადგილას სამუშაოები შეჩერდა.
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს 1,5 თვეა აწარმოებს. სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.