Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC ზვიად რატიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება

23 მარტი, 2019 12:58

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ.

გიორგი გახარია ზვიად რატიანის საქმეზე: არც ერთი წუთით არ ვნანობ

სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას. ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.

მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.

რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.

სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", - აცხადებს EMC.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^