ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია, ამჟამად დუბაიში იმყოფება, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
ლადო აფხაზავამ სახალისო პრეზენტაციით დუბაიში კონკურსის სხვა მონაწილეები აიყოლია.
ვიდეოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
2015 წლიდან ვარკის ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, კონკურსის ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.