
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) შემოვიდა.
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას.
აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც “აკვარიუმში“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი აპირებენ მის გარემოში დაბრუნებას.