13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2 წლით იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა - ამის შესახებ „ლიბერალს" რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობოდა.
12 თებერვალს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული.
აღკვეთის ღნისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებულს არ უფიქსირდებოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. იგი 2008 წელს ძარცვისთვის, ხოლო 2014 წელს ცემისთვის იყო ნასამართლევი.