Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ შეიკავა თავი ენმ-ს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის მხარდაჭერისგან მარიამ გერსამიამ

24 მარტი, 2019 20:19

„ერთანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი წევრების არჩევის კენჭისყრის დროს თავი შეიკავა, რადგან „ამ ფორმატის პოლიტსაბჭო უკვე არაპროდუქტიულია და აუცილებელია მისი განახლება".

განცხადებაში გერსამია ასევე განმარტავს, რომ მხარდაჭერისგან თავის შეკავების მეორე მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ 10 წევრი დაემატა, რომელთა შორისაც ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინია, რომლი „მინისტრობის პერიოდი (2010-12) იყო განათლების და მეცნიერების წარმატებული რეფორმის უკუსვლის წლები, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა განათლების სისტემა".

დღეს 332 ხმით 7-ის წინააღმდეგ ენმ-ის განახლებული შემადგენლობა აირჩიეს, რომელსაც 10 წევრი დაემატა: სანდრა რულოვსი, ზაალ უდუმაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, მურმან ზოდელავა, დიმიტრი შაშკინი, ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი, ბადრი ბასიშვილი, ნიკა ვაჩეიშილი, ლელა ჯავახაძე.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია გახდა.

მარიამ გერსამიას განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ენმ-ის მერვე ყრილობა ჩატარდა. ჩემი აზრით, ძლიერი და თვისობრივად განახლებული ოპოზიცია ამ ქვეყანას, როგორც არასდროს ისე სჭირდება, ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, პრინციპულობის და ღირებულებების ბოლომდე ერთგულება.

დღეს, ყრილობაზე პარტიის ახალი თავ-რის, აღმასრულებელი მდივნის და პოლიტსაბჭოში დამატებით ახალი წევრების არჩევა მოხდა. მე მხარი დავუჭირე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას პარტიის თავ-რის თანამდებობაზე და წარმატებებს ვუსურვებ მას ამ ძალიან რთულ ბრძოლაში. ასევე, მხარი დავუჭირე აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურას.

რაც შეეხება არსებული პოლიტსაბჭოსთვის ნდობის გამოცხადებას (რომლის შემადგენლობაში მეც ვარ) და ახალი წევრების დამატებას, ამ საკითხის მხარდაჭერისგან მე თავი შევიკავე რამდენიმე მოსაზრების გამო. პირველი იმიტომ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ფორმატის პოლიტსაბჭო უკვე არაპროდუქტიულია და აუცილებელია მისი განახლება (შესაძლოა უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება და/ან ახალი სახეებისთვის მეტი ასპარეზის მიცემა). მხარდაჭერისგან თავის შეკავების მეორე მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ 10 წევრი დაემატა, რომელთა შორისაც ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინია. მე, როგორც ენმ-ს განათლების მიმართულების ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდი (2010-12) იყო განათლების და მეცნიერების წარმატებული რეფორმის უკუსვლის წლები, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა განათლების სისტემა და მოახდინა მისი პოლიტიზირება (რამაც უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია ქართული ოცნების მმართველობისას!). ჩემი ხედვა იყო და არის, რომ უმთავრესი ამოცანა განათლების სისტემის რეფორმირებისას სისტემის დეპოლიტიზირება, დეცენტრალიზება და პარტიული დავალებებისგან დისტანცირებაა! და ვიმედოვნებ, რომ ამას ოპოზიცია შესძლებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე საზიანოდ მივიჩნევ თუნდაც ამ ფორმატის პოლიტსაბჭოში იმ ჩინოვნიკისთვის ხმის მიცემას, რომელიც როგორც მენეჯერი, თავისი მინისტრობისდროინდელი საქმიანობით სწორედ სისტემის პოლიტიზირებასთან ასოცირდება.

ნებისმიერ გაერთიანებასა და განახლებაში, მთავარი არის ღირებულებებზე თანხმობა და საერთო პრინციპების ერთგულება. ამიტომ, ვისურვებდი, ახლა და მომავალში (იმის და მიუხედავად, მთავრობაში ვართ თუ ოპოზიციაში) სწორედ იმ ფასეულობების გაფრთხილებას, რომლის გამოც ჩვენმა მხარდამჭერებმა მომავალში ხმა უნდა მოგვცენ" - ნათქვამია მარიამ გერსამიას განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^