Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალიში თავდასხმას 134 ადამიანი ემსხვერპლა

25 მარტი, 2019 11:22

მალიში შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ მონადირის ტრადიციულ ფორმაში იყვნენ გამოწყობლი, 134 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დახოცეს. გაეროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, რომელიც მოპტის რეგიონში მოხდა, კიდევ 55 მოქალაქე დაშავდა.

გაეროში აცხადებენ, რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ფულანები სამიზნე ხშირად ხდებიან. მათ ჯიჰადისტურ ორგანიზაციებთან კავშირში ხშირად ადანაშაულებენ.

მალის მთავრობის განცხადებით, იგი ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ „ამ საშინელების ჩამდენი დამნაშავეები იპოვოს და კანონის შესაბამისად დასაჯოს".

კვირას მალის პრეზიდენტმა და მინისტრმა საბჭომ ე.წ. თავდაცვის ჯგუფის დაშლის შესახებ გამოაცხადა. თუმცა, მათ არ მიუთითებიათ, მიუძღვით თუ არა მათ წვლილი მომხდარ თავდასხმაში.

ჯგუფი, რომელიც დან ნა ამბასაგოს სახელით არის ცნობილი, ეთნიკური დოგანებისგან შედგება. გასულ წელს, Human Rights Watch დაჯგუფებას ეთნიკური ფულანების დევნაში ადანაშაულებდა.

ბოლო თვეების განმავლობაში მოპტის რეგიონში ძალადობრივი შემთხვევები გახშირდა.გასულ კვირას რამდენიმე ჯარისკაცი მოკლეს, სოფელზე თავდასხმას კი 10 საქოქალაქო პირი ემსხვერპლა თებერვალში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^