ირაკლი ღარიბაშვილმა მერის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატები დაასახელა.
ზუგდიდში მერის არჩევნებში მონაწილეობას გიორგი შენგელია მიიღებს. ის ზუგდიდის მერის პირველი მოადგილეა.
მარნეულში ზაურ დარგალი იქნება კანდიდატი. ის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეა.
გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონში იბრძოლებს მერობისთვის. გივი მოდებაძე ჭიათურის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს „ქართული ოცნების" სახელით, ვახტანგ ფერაძე კი - ხულოში.