Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბორტი, სექსუალური შევიწროება და სხვა თემები - ლადო კახაძის მოსაზრებები

25 მარტი, 2019 14:10

„ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი - ლადო კახაძე.

პროფესიით ექიმი ლადო კახაძე არჩევნებში რამდენჯერმე მონაწილეობდა. 1998 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

უკვე 2002 წელს თვითმმართველობის არჩევნებში იგი ედუარდ შევარდნაძის მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იყო თბილისის საკრებულოს არჩევნებში, სადაც აღნიშნულმა პარტიამ 2,5% მიიღო მიიღო და ბარიერი ვერ გადალახა. 

ლადო კახაძე ასევე წარუმატებლად გამოვიდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. იგი პაატა ბურჭულაძის პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი კანდიდატი იყო მთაწმინდის ოლქში, სადაც ამომრჩეველთა 2.65%-მა დაუჭირა მხარი. 

კახაძე სხვადასხვა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხზე ხშირად სადავო მოსაზრებებით გამოირჩევა.

გთავაზობთ ლადო კახაძის მოსაზრებებს: 

აბორტი 

საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი იყო ლადო კახაძის სტუმრობა გადაცემა „სიმართლის დროში“, სადაც შეკითხვაზე, მოუკლავს თუ არა ადამიანი, დადებითად უპასუხა. 

„37 წელი გავიდა. დღესაც ღამე მახსენებს თავს. დიდი ხნის ექიმი ვარ, სამეანო გინეკოლოგიური წარსული მაქვს და ერთადერთი ხელოვნური აბორტი მაქვს გაკეთებული მას მერე, რაც მე ჩანასახი მუცელში დავინახე. შენ კი მოინანიე ბევრი აღსარება თქვი, მიგიტევეს, მაგრამ იმას ხომ ვეღარ დააბრუნებ", - თქვა გადაცემაში ლადო კახაძემ. 

შენიშვნა: საქართველოს კანონმდებლობით, აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის პრეროგატივაა (ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ: ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას).

სექსუალურ შევიწროება

გადაცემა „რეაქციაში“, სექსუალური შევიწროების საკითხსა და კანონმდებლობით მის აკრძალვაზე მჯელობისას, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ბევრ საფრთხეს ხედავს ამ საკითხში და განსაკუთრებული აქცენტი „დაჟინებული მზერის“ განსაზღვრაზე გააკეთა. 

„ვინ ჩათვლის იმას, რას ნიშნავს დაჟინებული მზერა. ერთი სული მაქვს, გიყურო რამდენ ხანსაც მინდა და შენ რომ ჩემი ჯინი გქონდეს და ჩემი დასჯა გინდოდეს... ხო ფაქტია, რომ გიყურებ ამდენი ხანია, გაშტერებული გიყურებ და მაგრამ შენ შეიძლება, გამოიყენო ჩემს საწინააღმდეგოდ. ძალიან დიდ საფრთხეებს ვხედავ ამაში", - მიმართა მან გადაცემის წამყვანს. 

ნარკოტიკები

ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ლადო კახაძემ თქვა, რომ ნარკოტიკები წიგნების საშუალებითაც შემოდის ქვეყანაში. 

„წიგნი რომ შემოდის, წიგნის ფურცლებზეც არის შიგნით ნარკოტიკები. დადასტურებული არა, არ ვიცი, მაგრამ არის საშუალება, წიგნების მეოხებით შემოიტანონ ნარკოტიკი", - ამბობს ლადო კახაძე. 

9 აპრილის მემორიალზე ცეკვა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  ლადო კახაძემ ღამის კლუბებში სპეცოპერაციების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს 9 აპრილის მემორიალზე აქტივისტ ანი სუბელიანის ცეკვაც შეაფასა. 

„უნდა ვიკითხო, რა აფექტი ჰქონდა იმ გოგოს, ეს ქმედება რომ ჩაიდინა?  მე ცეკვაზე კი არ ვამბობ, ცეკვა კი არ არის პათოლოგია, მაგრამ ის ცეკვა, რაოდენ ექსპანსიურიც არ უნდა ყოფილიყო და პროტესტის ფორმა, ადგილი არ შეირჩა სწორად, ის ადგილი არ შეიძლება. იქ ჩემი დები წვანან, იქ სასწაული ადამიანები წვანან ..

ის გოგო აღმოჩდა, რომ, თურმე, კარგადაც მღერის და ა.შ. მაგრამ აი ამ ქმედებამ საქმე გააფუჭა. ამიტომ ვამბობ, ემოცია არის ტვინის ქვემოთ, გული არის ტვინის ქვემოთ. თხოვნა მაქვს ყველასთან, როცა ძალიან გაბრაზდებით კარი გააღეთ ბრაზი შეუშვით და კარგი გამოხურეთ. თქვენ რომ ამ ბრაზიანად შეხვიდეთ იმ კარებში უფრო მეტს დააშავებთ.

არავინ არ არის დაზღვეული შეცდომისაგან, შეცდომას უფალი გპატიობს, ბოროტებას არ გპატიობს. ბოროტება არის ის, რომ იცი და მაინც აკეთებ სხვისი შეცდენისათვის ანუ ეს არის საჯოჯოხეთე გზა", - ამბობს  ლადო კახაძე. 

იდეოლოგია

2018 წლის მაისში ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში მან თავის იდეოლოგიაზე ისაუბრა.

„ჩემი პოლიტიკური [იდეოლოგია] არის ცენტრი მარჯვენა გადახრით", - თქვა კახაძემ.

ადამიანებზე

2018 წლის მაისში, მაკა ცინცაძის გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მან განაცხადა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი „დედის სხეულგამოტარებული სიყვარულის ნაყოფია".

„ყველას გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ, არავისზე აღმართოთ ხელი და ნუ შეურაცხყოფთ ნურც ერთ ადამიანს, არავის გარჩევა არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი უფლის მეოხებით, დედის სხეულგამოტარებული სიყვარულის ნაყოფია", - თქვა კახაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^