აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 100 ათას ადამიანს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია. აუდიტის მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს.
ანგარიშში სლოვენიის, მოლდოვისა და ევროკავშირის მაგალითებიც არის მოყვანილი: სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი.
„აღნიშნულს ემატება უფლება-მოვალეობების სიმრავლე. სოციალური მუშაკები მუშაობენ, დაახლოებით, 32 მიმართულებით (სოციალურად დაუცველი ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები, შვილად აყვანის პროცედურები, მინდობით აღსაზრდელები, მეურვეობა/მზრუნველობა და სხვა მხარდაჭერის ღონისძიებები)“, - წერია ანგარიშში.
ანგრიშში მოყვანილი 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში, საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის, რაც 6-ჯერ აღემატება რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას და „ართულებს სოციალური მუშაკის მიერ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას“.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ რეკომენდაციით, სოციალური მუშაკების
დატვირთვა უნდა განისაზღვროს თვეში 20 საქმის წარმოებით. სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკით, სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმეა.
ანგარიში ვრცლად იხილეთ ბმულზე.
სოციალური მუშაკები დღეს, 25 მარტს გაიფიცნენ.