Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საფოსტო ამანათებზე ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდის შესახებ „ევროპული საქართველოს" კანონპროექტს

25 მარტი, 2019 19:31

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა„ევროპული საქართველოს" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებულ საქონელზე იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების 300-ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მომხსენებელმა გიორგი კანდელეკმა განმარტა, დაგეგმილი ცვლილება კურსთა სხვაობის კომპენსაციას წარმოადგენს. ლიმიტი შეეხება იმ პროდუქციას ეხება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი. 

მომხსენებლის თქმით, კანონპროეტქის მიზანს წარმოადგენს იმ ფიზიკური პირებისათვის ხელის შეწყობა რომლებსაც ელექტრონულად გამოწერილი იმავე ფასის და ოდენობის საქონლის შემთხვევაში საფოსტო გზავნილებით მიღებულ საქონელზე კურსთა სხვაობით უწევთ განბაჟება.

კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^