Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული - შსს

26 მარტი, 2019 12:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ორი პირი, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

„მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავის ბიზნესპარტნიორსა და იმავე კომპანიის დირექტორთან დავის გადაწყვეტა კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით სცადა.

როგორც შსს წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ ის პირები ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს შეხვდნენ. მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს.

„ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული წესებით“, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სამართალდამცველებმა სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამივე ბრალდებული საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი - „აკ-74“-ის მოდელის ავტომატი და „არალის“ მოდელის პისტოლეტი.

ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^