Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფო კილაძე: სოცმუშაკების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია, მაგრამ წელს რესურსი არ გვაქვს

26 მარტი, 2019 12:42

„[სოციალური მუშაკების] მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია და პირობები, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ მათთვის ვისურვებდით" - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. 

მან აქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს წელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, „ყველაფერი ერთბაშად გაეკეთებინა, ამიტომ გადაწყდა, რომ კონკრეტული ნაბიჯები 2020 წლიდან გადაიდგას".

კომიტეტის სხდომაზე კილაძეს „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მიმართა, რომ კანცელარიასთან მყოფ სოციალურ მუშაკებთან სასაუბროდ ოფიციალური პირები არ მისულან და სთხოვა, კომუნიკაცია დაამყაროს მთავრობასთან, რომ სოციალურ მუშაკებთან მივიდნენ და გაესაუბრონ. 

კილაძის თქმით, 2019 წელი მოსამზადებელი წელიწადია და პარალელურად, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად სოციალური მუშაკების გადამზადებაზე მუშაობენ. მანვე აღნიშნა, რომ იგეგმება სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროექტის დაწყებაც, რადგან დღეს მოქმედ ბევრ სოციალურ მუშაკს არ აქვს სათანადო განათლება, რაც „სერიოზული ხარვეზია".

„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, დიდი განსხვავება იყოს დღევანდელ სიტუაციას - ანუ იმას, რომ დღეს სხვა პროფესიის ადამიანები ასრულებენ ან სამუშაოს -  და ორი კვირის წინანდელ მდგომარეობას შორის, რადგან დიდი ნაწილი სოციალური მუშაკებისა არ არის განათლებით სოციალური მუშაკი და ეს ხარვეზი გვინდა, აღმოვფხვრათ იმით, რომ დავიწყოთ სერტიფიცირება. იმისთვის, რომ ჩვენი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფები საზოგადოების გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე და დავიცვათ, უნდა დავიცვათ პირველ რიგში სოციალური მუშაკები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ამ საკითხებზე შევჯერდებით, რათა მათი ინტერესიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ იყოს სახელმწიფოს ინტერესებიც დაცული იმ კუთხით, რომ ნამდვილად დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი" - თქვა კილაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^