Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქტივისტებმა ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობა გააპროტესტეს

26 მარტი, 2019 16:49

„ტფილისის ჰამქრისა" და „პარტიზანული მებაღეობის" აქტივისტები ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე მთაწმინდის მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც შეუერთდა.

ტერიტორიაზე, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება, აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2009 კვ.მ მიწის ფართობზე სახლებს ამხანაგობა „მთაწმინდა რეზიდენსი" აშენებს. აქედან, განაშენიანების ფართობი 1294 კვ.მ-ია. მერიის მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, მშენებლობის ვადად 2018 წლის 18 ოქტომბრიდან 2020 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

„ტფილისის ჰამქარში" მიიჩნევენ, რომ მერიის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა და ქალაქის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

„შედეგად ვიღებთ, ისტორიული ქალაქის აღქმის გაუარესებას, საფრთხეს ვუქმნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტიურად გამოცლილი აქვს, ვაშენებთ სარისკო გრუნტზე და საზოგადოებას ვუტოვებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას!" - აცხადებენ „ტფილისის ჰამქარში". 

ტერიტორიის მესაკუთრეები აცხადებენ, რომ ეს ტირიტორია მათ მამაპაპისეული საცხოვრებელია.

„2012 წლის 3 ივნისიდან ვცხოვრობ აქ, როცა დავოჯახდი და გადმოვედი. მანამდე, ბავშვობა აქვს აქ მამაჩემს გატარებული, მამაპაპისეუყლი სახლია. ნუ ამბობთ ტყუილს, აქ არ გიცხოვრიათო. მთელი 7 წელი ვიცხოვრე აქ" - უთხრა აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს ტერიტორიის ერთ-ერთმა მესაკუთრემ. 

მათ წარმომადგენლის თქმით, ტერიტორიაზე განაშენებიანის კოეფიციანტიკ2 - იყო ერთნახევარი, სარაც განაშენიანების რეგულირების გეგმაც იმეორებს.

„ახალი გენგეგმითაც, საცხოვრებელ ზონად არის მთაწმინდა გამოცხადებული და დატოვებულია  - ანუ მე რომ დღეს ვთანხმებდა პროექტს, შემიძლია მერიას მოვთხოვო, რომ 1.5 კოეფიციანტი მეკუთვნის. მე რომ მოვინდომო რომ სართულიანობა მოვამატო, ეს არ შემიძლია და ეს არც მომითხოვია. მე კანონი არ დამირღვევია. საერთო პათოსს ვიზიარებ, რომ ვემხრობით განწყობას, კარგია, რომ ქალაქი არ უნდა დამახინჯდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კერძო მესაკუთრის უფლებების ხარჯზე" - უთხრეს დემონსტრანტებს მიწის მესაკუთრეებმა.

„ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მათი პროტესტის ადრესატი არა სამშენებლო კომპანია და მიწის მესაკუთრეები, არამედ მერიაა, რომელმაც აქ მშენებლობის ნებართვა გასცა..

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ზონებზე და ითქვა, რომ ეს საცხოვრებელი ზონაა. მიუხედავად იმისა, ეს ტეირტორია ზონის შეზღდვის თვალსაზრისით არის თბილისის ისტორიული ნაწილის მკაცრი დაცვის ზონა, რომელსაც იურიდიულად ჰქვია სახელმწიფო დაცვის ზონა. მეორე, ტვერელის ეკლესია არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ძეგლს აქვს ორი დაცვის არეალი: ფიზიკური, რომელიც განისაზღვრება ძეგლის სიმაღლე გამრავლებული ორზე  - აი ეს მონაცემი არის მისი დაცვის რადიუსი, და ვიზუალური დაცვის რადიუსი, 300 მეტრ რადიუსი, ეროვნულ ძეგლზე 500 მ. ის უპასიუხისმგებლო გადაწყვეიტლებები, რომლებიც არქიტექტურის საბჭოს მიერ მიიღება, ერთსადაიმავე დანაშაულს ჩადის ქალაქის წინაშე. ჩვენ არ ვართ კერძო საკუთრების წინააღმდეგი, მაგრამ როცა კერძო საკუთრება საჯარო ინტერესს კვეთს, უპირატესი არის საჯარო ინტერესი" - თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^