Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინც კლანი არ გაყაროს, იმის დედაც მოვტ*** - ჰერმან საბო სასამართლოს შესახებ

27 მარტი, 2019 11:15

„გირჩის" მაჟორიტარმა კანდიდატმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ჰერმან საბომ უზენაესი სასამართლოს წინ სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.

„დღეს მთავარი პოლიტიკური პრობლემა სასამართლოში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კლანი და ამ კლანის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაა. ამჟამად პარლამენტი განიხილავს კლანის მომზადებულ კანონპროექტს და გატანასაც აპირებს - რის მერეც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნებიან კლანის წევრები. დღეს ამ პროცესის მოწინააღმდეგეა: ყველა პარტია „ოცნების" გარდა, ყველა ორგანიზაცია, გარდა ხელისუფლების ჯიბის ექსპერტებისა, მთელი მოსახლეობა, მაგრამ „ოცნება" აპირებს ხელის გადაწევით, სამუდამოდ დააკანონოს კლანი სასამართლოში.

ანუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასამართლოში უვადოდ მოხვედრა დღეს თითქმის გარდაუვალია. ისეთივე გარდაუვალია, როგორც ის, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლებიან - იგივე ბედი ელის „ქართულ ოცნებასაც". ჩვენ, „გირჩი", პირობას ვდებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველს, რასაც გავაკეთებთ, მთელ ამ კლანს საკანონმდებლო ცვლილებით გავუშვებთ სასამართლოდან. პირობას ვდებთ, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ღიად დაადასტურებენ კლანის არსებობას სასამართლოში, მისი გაშვების შემდეგ დავნიშნავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, როგორც ყველაზე კეთილსინდისიერ ადამიანებს სასამართლო სისტემაში. გასაგებია, რომ კლანი მზადაა მოემსახუროს ყველა ხელისუფლების ბინძურ დავალებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ვიყოთ ერთსულოვანი ამ დაპირებაში - „ქართული ოცნების" ხელისუფლების ცვლილებისთანავე ყველა ჩვენთაგანი დაეთანხმება კლანის მიერ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების, საკანონმდებლო ცვლილებების გზით სახლში გაშვებას. ანუ ვინც კლანი არ გაყაროს იმის დედაც მოვტ***. პატივისცემით „გირჩი", - აცხადებს ჰერმან საბო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^