თბილისში ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციაზე, სესიაზე სადაც მომხსენებელები საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდნენ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიდან არავინ დაესწრო.
კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, სესიაში მონაწილეობა უნდა მიეღო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კაკი ზოიძეს, რომელსაც ნარკოპოლიტიკასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პარლამენტის ხედვასა და გეგმებზე უნდა ესაუბრა.
აკაკი ზოიძის თქმით, მას დაუგეგმავად მოუწია მივლინებით სტრასბურგში წასვლა და კონფერენციაში მონაწილეობა კომიტეტის წევრს, ლევან კობერიძეს სთხოვა.
სესიაზე კობერიძე არ მისულა. ორგანიზატორები მას დაუკავშირდნენ. კობერიძემ დაგეგმილი მოხსენებით გამოსვლის სურვილი დღის მეორე ნახევარში გამოთქვა, თუმცა, იმის გამო, რომ კონფერენციის დღის წესრიგი უკვე გაწერილი იყო, კობერიძის მოხსენების გადატანა ვერ მოხერხდა..
„ლიბერალი“ ლევან კობერიძესთან დაკავშირებას ცდილობდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ხოლო სმს შეტყობინებაზე გვიპასუხა, რომ ეცდება, რაღაც დროის განმავლობაში შეუერთდეს კონფერენციას.
აღნიშნულ სესიას, რომელიც ნარკოპოლიტიკაზეა, ასევე არ ესწრება შს სამინისტროს წარმომადგენელი.
ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია 150-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, პოლიტიკოსს, მკვლევარს, სტუდენტს, თემის წარმომადგენელსა და დაინტერესებულ ადამიანს მასპინძლობს.
კონფერენციაზე ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობს.