მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბარში მინისტრის, სავარაუდოდ, ორი მეზობელი ამ ფაქტს ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში „ლიბერალს“ უთხრეს, შეტყობინება არ შემოსულა, შესაბამისად, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ეკონომიკის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში სახლის სავარაუდო გაქურდვას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„პირად ცხოვრებაზე კითხვებს ნუ დამისვამთ. სახლის გატეხვაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს პირადი კითხვაა“, - ამბობს მინისტრი გიორგი ქობულია.