Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოთის მაჟორიტარის შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს

27 მარტი, 2019 12:56

პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე პატრულის თანამშრომლებს გორის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.

საპატრულო პოლიციის ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გია სადაღაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ზურაბ რუსიშვილს, იგი გამართლდა სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა დამნაშავედ ცნეს 333-ე მუხლის პირველ ნაწილში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდების მხარე არ ეთანხმება განაჩენს და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2018 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი წინასწარი პატიმრობიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^