Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზიანის შემცირების კონფერენციაზე სოციალური მუშაკების გაფიცვას მხარდაჭერა გამოუცხადეს

27 მარტი, 2019 13:26

თბილისში ზიანის შემცირების კონფერენცია მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობენ. 

ზიანის შემცირების კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი სოსელიამ დღეს, კონფერენციის მიმდინარეობისას, სოციალური მუშაკების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ კონფერენციის ორგანიზატორები სოციალური მუშაკების გაფიცვას მხარს უჭერენ. 

„სოციალური მუშაკების ასოციაციის წარმომადგენელები უნდა ყოფილიყვნენ აქ, თუმცა გაფიცვის გამო ვერ მოახერხეს აქ ყოფნა. სოციალური მუშაობა ზიანის შემცირების, ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია. მინდა, გითხრათ, რომ კონფერენციის ორგანიზატორთა სახელით გავავრცელებთ განცხადებას და ოფიციალურად დავუჭერთ მხარს სოციალურ მუშაკებს. ვგმობთ სახელმწიფოს იმ დამოკიდებულებას, რომელიც პირდაპირ მიმართულია ამ უმნიშვნელოვანესი საქმისა და პროფესიის დისკრედიტაციისკენ.“ - განაცხადა გიორგი სოსელიამ. 

სოციალური მუშაკები მესამე დღეა, გაფიცულები არიან. 

რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^