Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

80 მლნ დოლარის ოქრო, სასმელი და სხვა - ინდოეთში პარტიები ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენ

27 მარტი, 2019 13:37

არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში პოლიციამ 80 მილიონი დოლარის ღირებულების ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ოქრო და სხვა საშუალებები ამოიღო, რომელიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსასყიდად იყო განკუთვნილი.

10-ან 25 მარტამდე სამართალდამცველებმა არაერთი სპეცოპერაცია მოაწყვეს. პოლიცია აჩერებს და ამოწმებს ავტომობილებს.

ინდოეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ორი კვირის განმავლობაში 22 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით ამოიღეს. ყველაზე მასშტაბური იყო სპეცოპერაცია სამხრეთ ინდოეთში, სადაც 8 მილიონამდე ნაღდი ფული ამოიღეს.

ამას გარდა, ნაპოვნია 13.5 მილიონის ალკოჰოლი და 20 მილიონამდე ღირებულების ნარკოტიკი. როგორც BBC წერს, ინდოეთში ამომრჩევლის მოსყიდვა მოუგვარებელი პრობლემაა. კანდიდატები და პარტიები ხშირად მიმართავენ ამ გზას. ფულთან, ალკოჰოლსა და ოქროსთან ერთად ხშირად საოჯაო ან კომპიუტერული ტექნიკაც კი გამოუყენებიათ ხმების მოსაპოვებლად.

ინდოეთში არჩევნები 11 აპრილს დაიწყება და 19 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^