Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შესაძლოა, მომავალი თვიდან გაფიცულ სოცმუშაკებს ანაზღაურება არ გადავუხადოთ - მინისტრის მოადგილე

27 მარტი, 2019 16:43

„მიმდინარე თვის ხელფასი უკვე გადაერიცხათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, თუმცა მომავალი თვიდან, ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხელფასის ანაზღაურება“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ „ინტერპრესნიუსს“ კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება თუ არა ორმაგი სახელფასო ხარჯი შტატგარეშე თანამშრომლების დამატებიდან გამომდინარე

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო ბენეფიციარებს მომსახურებას სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები უწევენ, რაც პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა.

„თუ გაფიცვა გაგრძელდება, ავიყვანთ შტატგარეშე კადრებს, რაც ასევე პრობლემების დროებითი გადაწყვეტა იქნება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ბარკალაიამ. 


კანონის მიხედვით, გაფიცვის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული მისცეს დასაქმებულებს შრომის ანაზღაურება, თუკი ეს გაფიცულთა მოთხოვნის ერთ-ერთ პირობად წარმოჩინდა და წარმატებით არ დასრულდა. 

გაფიცვა არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი და დაუშვებელია ის ჩაითვალოს შრომის დისციპლინის დარღვევად (49-ე მუხლი)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^