Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ ღამის ქოთნები მიიტანა

28 მარტი, 2019 12:09

„ქუთაისის პოსტის" ცნობით, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ ღამის ქოთნები მიიტანა.

„ქალაქში ერთი ტუალეტი გახსნა უნდა შეგეძლოს მერს ქალაქის მართვაზე რომ გაქვს პრეტენზია. სხვათა შორის დამპირდნენ, რომ კალაძესაც გამოუგზავნიან და თბილისშიდაც მერიას მივუტან ასეთ ღამის ქოთნებს", - ამბობს გოგი წულაია. 

„ქუთაისის პოსტის" ცნობით, დაკეტილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რაც არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ 2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრომლემის მოსაგვარებლად, ქუთაისის მერია აუქციონი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. მერიის ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხივე საპირფარეშო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს. მერიაში ირწმუნებიან, რომ საპირფარეშოების გასხვისება პრობლემას მოაგვარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^