თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფია, შესაძლოა, „სახელი შეეცვალოს და მუზეუმის ნაცვლად გახდეს „აია-სოფიას მეჩეთი“.
როგორც Fox News წერს, თურქეთში ნაგებობის მეჩეთად გადაყენების მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალ ზელანდიაში ტერორისტმა თავის მანიფესტში ახსენა, რომ „აია-სოფია მინარეთისგან უნდა გათავისუფლდეს“.
Associated Press-ის ინფორმაციით, ერდოღანის წინადადებამ საბერძნეთში მრისხანება გამოიწვია, ამ მოსაზრებას საბერძნეთის მთავრობაც ეწინააღმდეგება.
„ეს არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს დიდი ტაძარია, ის ასევე ეკუთვნის კაცობრიობას. იუნესკომ ის ჩვენი გლობალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის სტატუსს ეხება, არა მარტო ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფაა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისა და სამართლისაც“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯორჯ კატრუგალოსმა.
აია-სოფია მე-6 საუკუნეში აიგო ბიზანტიის იმპერიის დროს და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მიიჩნეოდა. 1453 წელს ოსმანთა დაპყრობის შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა. 1935 წელს კი თურქეთის სახელმწიფოს სეკულარულმა დამაარსებელმა, ქემალ ათათურქმა ნაგებობა მუზეუმად გადააკეთა და დღემდე ამ სახით მოქმედებს.