Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხმარების ან მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში მსჯავრდებულების ამნისტია უნდა მოვითხოვოთ - ვერძეული

28 მარტი, 2019 13:23

„ვფიქრობთ, უნდა დავაყენოთ ერთჯერადი ამნისტიის ან შეწყალების საკითხი, იმ ხალხისთვის, რომელზეც ვთანხმდებით, რომ არიან მომხმარებლები და ციხეში სხედან მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით ძალიან მცირე ოდენობების ფლობისთვის", - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, სოფო ვერძეულმა ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტია იქნება რეალისტური ნაბიჯი, რისი გაკეთებაც მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში შესაძლებელია მსჯავრდებულებისთვის.

„ჩვენ კარგად ვიაზრებთ, რომ ამ პარლამენტს, რომელიც არის მილევად რეჟიმში, რომელიც ელოდება საარჩევნო ციკლის დაწყებას, არ აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ ამხელა რეფორმა [დეკრიმინალიზაციის] დაძრას. მე არ ველოდები ამ პოლიტიკურ კონტექსტში ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების დაძვრას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთჯერადად იმ ხალხს მაინც დავეხმაროთ, რომელსაც ყველაზე სწრაფად უნდა შეხებოდა ეს რეფორმა, და ეს არის ხალხი, რომელიც ელოდებოდა ამ რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიში“, - აცხადებს სოფო ვერძეული.

მისი თქმით, შესაქმნელია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ციხის პოპულაციას და პარლამენტს პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მოუმზადებს გარკვეულ საფუძველს.

„ეს არის იდეა, რომელიც შედარებით რეალისტური ჩანს ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ, ერთად რომ გამოვიარეთ“, - ამბობს ვერძეული.

თუ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე შეჯერებას დიდი ხანი დასჭირდება, ამნისტიის საკითხს დავაყენებდი - კობერიძე წულუკიანს

მან კონფერენციის მონაწილეებს ნარკოდანაშულთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო.

EMC-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2018 წელს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულია ჯამში დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი. მათგან თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული აქვს 600-ზე მეტ პირს.

„ანუ მხოლოდ 2018 წელს 600-ზე მეტი ადამიანი წავიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული დანაშაულისთვის. მათ შორის 10-ზე მეტი ადამიანია, რომელიც მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს“, - ამბობს ვერძეული.

2019 წლის თებერვლის მდგომარეობით,  ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ არის 5 000-მდე ადამიანი. 2018 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 000-მდე ადამიანი არის სახდელდადებული.

„სინამდვილეში ძალიან ბევრ ადამიანზე ვლაპარაკობთ, რომლის ყოველდღიურ ცხოვრებასაც განსაზღვრავს მოქმედი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, - ამბობს ვერძეული.

მისივე ცნობით, ბოლო 6 თვის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული 50-მდე პირი სხვადასხვა მოტივით შიმშილობდა, ერთ-ერთი მოტივი კი იყო ის, რომ ისინი უსამართლოდ მიიჩნევენ მათთვის შეფარდებულ მსჯავრს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^