Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ტაქსების რეგულირება საჭიროა, მაგრამ მძღოლებთან შესახვედრად მზად ვართ

01 იანვარი, 1970 4:00

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მერია ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზადაა, ტაქსის მძღოლებთან შესახვედრად.

„გუშინ იყო აქცია, გამოსული იყო ადამიანთა ჯგუფი. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ შევხვედროდით ამ ადამიანებს და დღესაც მზად ვართ. გააკეთონ 5-კაციანი თუ 10-კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან და ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ და მათ კითხვებს გავცეთ პასუხი“, - განაცხადა მერმა დღეს ამ თემისადმი მიძღვნილ ვიდეოჩართვაში.

რაც შეეხება რეგულაციებს, კალაძის თქმით, რეფორმა საჭიროა, რადგან ეს სისტემა მოსაწესრიგებელია და დარეგულირება ტაქსის მძღოლებს პირიქით, ახალ ბენეფიტებს გაუჩენს.

„ისინი გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან. ქალაქში გამოყოფილია მათთვის საპარკინგე ადგილები, რომლებიც იქნება უფასო. ტაქსის მანათობელი, რომელიც გუშინ წარმოვადგინეთ - ესეც უფასოდ გადაეცემათ მათ.

თქვენ იცით სტანდარტიც - ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის და ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი მანათობელი. ქიმწმენდის და გადაღებვის ვაუჩერები მათ ყველა გადასახადის გარეშე გადაეცემათ.

დღეის მდგომარეობით გაცემულია ასზე მეტი ვაუჩერი და არ მინდა ასევე გამომრჩეს რეკლამის განთავსება - მძღოლებს ექნებათ საშუალება, რომ მათ მანქანებზე განთავსებული რეკლამა იყოს მათი საკუთრება. ეს ადამიანები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან დამატებით ბენეფიტი უჩნდებათ.

მეორე მხრივ, კმაყოფილები ვიქნებით ჩვენ - დედაქალაქის მოსახლეობა, რომლებიც ამ სერვისით ვსარგებლობთ“, - თქვა თბილისის მერმა.

ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან დაწესებული რეგულაციეიბს ნაწილს აპროტესტებენ. გუშინ მძღოლების ნაწილმა რუსთაველის გამზირზე აქციაც გამართა.

მათ ყველაზე მეტად თეთრი ფერის სტანდარტის შემოღება აწუხებთ, რადგან როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ შესაზლოა ვაუჩერები ხარისხიანი გადაღებისთვის საკმარისი არ იყოს, ასევე ავტომობილისთვის პირვანდელი ფერის შეცვლა მის ღირებულებას შეამცირებს, გადაღებვის პერიოდში კი გარკვეული ხნით მუშაობის შეჩერება მოუწევთ.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^