ქალთა მოძრაობა ტრანსგენდერი თემის მანიფესტს უერთდება და მათთან ერთად აღნიშნავს 31 მარტს - ტრანსგენდერთა საერთაშორისო დღეს.
მანიფესტში საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზეა საუბარი.
„ლიბერალი“ გთავაზობთ ტრანგენდერი თემის მანიფესტს:
- ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მათი გარეგნობისა და გენდერული გამოხატვის გამო. საქართველოში უკვე ორი ტრანსგენდერი ქალი - ზიზი და საბი მოკლეს!
- ტრანსგენდერ ადამიანებზე არ ზრუნავს სახელმწიფო!
- ჯანდაცვის სისტემა არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე - არ აძლევს ჰორმონოთერაპიისა და სქესის შეცვლის ოპერაციის საშუალებას. ასევე ვერ იღებენ სიცოცხლისათვის საჭირო სამედიცინო სერვისებს.
- სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს აიძულებს სავალდებულო სტერილიზაციას და ოპერაციას დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად.
- სახელმწიფო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არ უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გამუდმებით შიშში იატაკქვეშ უწევს ცხოვრება.
- ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და თანასწორ გარემოს. რის გამოც ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას.
- ტრანსგენდერ ადამიანებს სახელმწიფო არ აძლევს დასაქმების საშუალებას, არ იცავს მათ დისკრიმინაციისგან სამსახურში. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობა იძულებულია ჩაერთოს სექს-სამუშაოში.
- ტრანსგენდერი ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მათი ყოფა არაადამიანური, დამამცირებელი და გაუსაძლისია!
- თუმცა ეს არ არის მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემა! თუ შენ ხარ დაუსაქმებელი, ან დასაქმებული დაბალანაზღაურებად სამსახურში, თუ შენი უფლებები ირღვევა შენს სამუშაო ადგილას, თუ შენ არ მიგიწვდება ხელი ჯანდაცვასა და საჭირო მედიკამენტებზე, თუ შენ ვერ იღებ განათლებას, თუ შენ იჩაგრები შენი გენდერის ან განსხვავებულობის გამო, შენ არ უნდა გაჩუმდე!
არ შეეგუო უსამართლობას - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, უმუშევრობაში და უსახლკარობაში ცხოვრობენ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და ღირსეულ ცხოვრებას.
ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა!
შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში,