პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მის სახლში სავარაუდოდ უკანონოდ შეაღწიეს. მაგრამ როგორც დეპუტატი „ლიბერალთან“ ამბობს, მხოლოდ საკუჭნაოს ფანჯარა დახვდა ჩატეხილი და სავარაუდოდ, სამუშაო იარაღი მოიპარეს.
„მე ერთი თვის წინ ვთქვი ამის თაობაზე და ეტყობა ახლა რაღაც პოლიტიკურ კონიუნქტურას დასჭირდა, რომ ამ თემისგან სკანდალი შეიქმნას.
საკუჭნაოს ფანჯარა იყო ჩატეხილი, ალბათ ეგონათ, რომ იქ არავინ არ ცხოვრობს. მე მახსოვს, რომ ფანჯრის რაფაზე სამუშაო ინსტრუმენტი იდო და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ის წაეღოთ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. გაქურდვა ამას არ ქვია, ჩემით ვთქვი და რა მექაჩებოდა ენაზე“, - უთხრა ვოლსკიმ „ლიბერალს“.
თანაც, ვოლსკის თქმით, მხოლოდ ფანჯრის ჩატეხვის გამო, პოლიციას განცხადებით ვერ მიმართავდა.
ჩვენს მთავრობაში პრივილეგირებული პიროვნებები არ არიან - ბახტაძე ქობულიას სხლის გაქურდვაზე
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს
არჩილ თალაკვაძის სახლის გაქურდვაში ბრალდებული პირი დაკავებულია - შსს